დილის მონაცამებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 432 277-ს მიაღწია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინფექციით 178 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 215 ადამიანი ემსხვერპლა, 195 957 კი - გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.