იტალია 3 ივნისიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრები გახსნის. შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც.
„ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა, ეს რისკი უნდა გავწიოთ, სხვა შემთხვევაში, ვერასდროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.