კიირმა – გაგაუზური ნაციონალური კერძი, რომელიც საკმაოდ მარტვად მზადდება და ძალიან გემრიელია. ეს არის თხელი ცომის ნამცხვარი, ფენებს შორის ხაჭოთი და ბევრი არაჟნით. ამის გამო მას „არაჟნის ნამცხვარსაც“ უწოდებენ.
ინგრედიენტები
თხელი ლავაში - 300 გ
ხაჭო - 500 გ
კვერცხი - 3 ცალი
მწვანე ხახვი - 200 გ
კამა - 1 კონა
არაჟანი - 500 მლ
რძე - 300 მლ
მარილი
მომზადების წესები
წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი.
ერთმანეთს შეურიეთ კვერცხი, ხაჭო, მწვანილები. შემდეგ – რძე, არაჟანი და მარილი გემოვნებით.
პურის ფენა დააფინეთ მაგიდაზე და გადაუსვით მომზადებული შიგთავსი მხოლოდ 1/3 ნაწილზე.
გამოსაცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და დაალაგეთ პურის შიგთავსიანი ფენები. შიგთავსი თავზეც მოასხით.
გამოაცხვეთ 210 გრადუსზე, დაახლოებით, 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ კარგად არ დაიბრაწება. ბოლოს გააგრილეთ, გადმოიღეთ ფორმიდან და დაჭერით.