ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სომხეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, კორონავირუსით მისი ოჯახის წევრებიც დაავადდნენ.

“მე ვირუსის არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ტესტი რომ ჩავაბარე ის დადებითი აღმოჩნდა. პოზიტიურია ასევე ჩემი ოჯახის წევრების ტესტების პასუხი”, – აცხადებს ფაშინიანი.

მისი ვარაუდით, ის ვირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე დაინფიცირდა.

მისივე თქმით, ვიდრე ამის შესაძლებლობა ექნება, მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს.