დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

დემონსტრანტები, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ

აშშ-ში, დემონსტრანტები, რომლებიც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ, თეთრ სახლთან მივიდნენ. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, საიდუმლო სამსახურმა შენობის შესასვლელი დაბლოკა. აქციის მონაწილეებმა ღობის მიღმა მყოფ პოლიციელებს და საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები დაუშინეს.

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მას შემდეგ მოიხსნა, რაც დემონსტრანტებმა კაპიტოლის შენობასთან გადაინაცვლეს.

ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 46 წლის აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს.