დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
“დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჩინეთი ჯანმოზე ტოტალურ კონტროლს ახორციელებს. მეტიც, ტრამპი ამბობს, რომ ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიის პროვოცირება მოახდინა.