ინგრედიენტები
ფქვილი - 200 გ
კარაქი - 115 გ
შაქარი - 220 გ
კვერცხი - 2 ცალი
არაჟანი - 125 გ
მარწყვი - 400 გ
ვანილი - 1 ჩ/კ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ
მომზადების წესები
გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ 180 გ შაქარი.
კარაქისა და შაქრის მასა ადღვიბეთ მიქსერით
დაუმატეთ კვერცხი და ვანილი,შემდეგ ადღვიბეთ მასა მიქსერით.
ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი,მარილი და დაუმატეთ ადღვებილ მასას,შემდეგ კი ვუმატებთ არაჟანს. მიქსერი თავდაპირველად დაბალ სიჩქარეზე დააყენეთ, რათა ინგრედიენტები კარგად შეერწყას ერთმანეთს.
გაამზადეთ საცხობი ფორმა, დაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ცომი. ცომის თავზე კი მოათავსეთ დაჭრილი მარწყვი.
შედგით ღუმელში 40 წუთი, 180 გრადუსზე.