აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ ქალაქ მინეაპოლისში 500-ზე მეტი ჯარისკაცი გააგზავნა, სადაც საპროტესტო აქციები არ ცხრება შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ხუთასზე მეტი ჯარისკაცი გავაგზავნეთ სენტ-პოლში, მინეაპოლისსა და მიმდებარე რაიონებში. ჩვენი მისია ხალხის დაცვა, კერძო საკუთრების შენარჩუნება და მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლების უზრუნველყოფაა“, - ნათქვამია ეროვნული გვარდიის განცხადებაში.
28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს.
აშშ-ში, მინესოტას შტატში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა.
დემონსტრაციები ქვეყნის 3 მსხვილ ქალაქში - მინეანაპოლისში, ლოს-ანჯელესსა და მემფისში გაიმართა. ერთ-ერთ დემონსტრაციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად 1 კაცი დაიღუპა.
ფლოიდი ორშაბათს, 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს, სუნთქვის საშუალება მისცენ. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები დააკავეს.