სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის განდიდების შემცველ ტვიტად მონიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტის შესაბამის ტვიტზე Twitter-მა გაფრთხილება განათავსა, რომ აღნიშნული ტვიტი „Twitter-ის წესებს არღვევს ძალადობის განდიდებასთან დაკავშირებით“.
Twitter-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ტვიტზე წვდომა არ შეიზღუდება, რადგან საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს.
„შორიდან ვერ ვუყურებ იმას, რაც დიდებულ ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში ხდება. ქალაქში ხელმძღვანელობის ნაკლებობა აშკარაა. სუსტი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი თუ სიტუაციას ვერ გააკონტროლებს, ეროვნულ გვარდიას გავაგზავნი. ეს ბანდიტები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებენ და ამას არ დავუშვებ. როდესაც იწყება ძარცვა, იწყება სროლაც“, - დაწერა დონალდ ტრამპმა თწიტტერ-ზე.