კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე დაუცველი ქვეყანა იემენია, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.
„არ არის უფრო დაუცველი ქვეყანა, ვიდრე იემენი. ქალაქ ადენში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება. იღუპება ინფიცირებულთა 17 პროცენტი. ქვეყანაში არსებული ვითარება ტრაგიკულია“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.