ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი ეპიდაფეთქებებისთვის – ჯანმოს წარმომადგენელი

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი ეპიდაფეთქებებისთვის – ჯანმოს წარმომადგენელი

„კოვიდ-19“-ის საკითხებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი, ექიმი დევიდ ნაბარო აცხადებს, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს ახალი ეპიდაფეთქებებისთვის.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ექიმმა, დევიდ ნაბარომ „ბიბისის“ მეოთხე რადიოს გადაცემაში სტუმრობისას გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ახალი კორონავირუსი არ წასულა და მას შემდეგ, რაც ადამიანების გადაადგილება კვლავ გაიზარდა, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ახალი ეპიდემიური აფეთქებებისთვის.

ექიმ ნაბაროს თქმით, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, მოქალაქეებმა ფიზიკური დისტანცირების წესების დაცვა უნდა განაგრძონ.