ინგრედიენტები
ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 500 გ
შედედებული რძე - 400 მლ
კაკაო - 4 სკ
თხილი - ან ნუში, ნიგოზი
შოკოლადი - 200 გ
მომზადების წესები
ორცხობილა კარგად დააქუცმაცეთ.
დაუმატეთ კაკაო და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ შედედებული რძე ეტაპობრივად. თან მოურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
მიღებული მასისგან გააკეთეთ ბურთულები (საშუალოდ, 30-35 ც გამოდის). სურვილისამებრ, შუაში თხილი, ნიგოზი ან ნუში ჩაუდეთ. გადაიტანეთ პერგამენტის ქაღალდზე.
მიღებული ბურთულები ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.