ინგრედიენტები
ფქვილი - 450 გ
საფუარი - 11 გ
რძე - 250 მლ
შაქარი - 40 გ
კვერცხი - 1 ც
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
ვანილი
დარბილებული კარაქი - 50 გ
კრემი
ნაღები 33% - 250 გ
შოკოლადი - 250 გ
მომზადების წესები
თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 სკ შაქარი, დაუმატეთ ნახევარი ფქვილიც და კარგად ამოურიეთ. თავზე დააფარეთ ჩაის ტილო ან სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ თბილ ადგილას.
სანამ ცომი კარგად ამოვა, დანარჩენი შაქარი, მარილი, ვანილი და კვერცხი გათქვიფეთ. 20-30 წუთის შემდეგ ამოსული ცომი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხს და მოზილეთ ცომი. ეტაპობრივად დაუმატეთ დარჩენილი ფქვილის ნახევარი. ბოლოს დაუმატეთ დარბილებული კარაქი. კონსისტენციის მიხედვით დაუმატეთ დარჩენილი ფქვილიც. დატოვეთ ცომი თბილ ადგილას 1 საათით.
შოკოლადის შიგთავსი: შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ.
ცომი გააბრტყელეთ და ამოჭერით წრეები (7-8 დიამეტრის, მაგალითად). შეწვით ფუნჩულები ცხელ ზეთში ორივე მხრიდან.
გაგრილებულ ფუნჩულებში საკონდიტრო ცელოფანით შეიყვანეთ კრემი (ან შუაზე გაჭერით და ისე მოათავსეთ).