თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე პროვინციიდან შენიშნეს „სინათლის ბურთი“, რომელიც ტრაპიზონიდან ყველაზე კარგად შეინიშნებოდა.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ სავარაუდოდ, მეტეორი ჩამოვარდა, თუმცა ცაში აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.
ჯერჯერობით, ოფიციალურად არაა დადასტურებული, რომ ობიექტი ნამდვილად მეტეორი იყო. მეცნიერები მოვლენას იკვლევენ.