სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის 442 შემთხვევა დადასტურდა, 15 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

სომხეთში კოვიდინფიცირების სულ8 216 შემთხვევაა გამოვლენილი, 3 287-მა ადამიანმა ვირუსი დაამარცხა, 113 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.