რუსეთში კორონავირუსის 8 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსის 8 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში ახალი კორონავირუსის 8 371 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19-ის დიაგნოზი ქვეყანაში 379 051 ადამიანს დაუსვეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ვირუსს 174 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო სულ 4 142 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.