გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 568 შეადგინა. დაიღუპა 54 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 897 პაციენტი.
აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო, თუმცა ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.