ღორის კუპატი ხახვში და ღვინოში

ღორის კუპატი ხახვში და ღვინოში

ინგრედიენტები

ხახვი - 2-4 თავი

ღორის ხორცის კუპატი - 4 ცალი

წითელი ღვინო - 300 გ

მომზადების წესები

ღორის ხორცის კუპატი დაჩხვლიტეთ და მოხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ შებრაწეთ ტაფაზე. ამოიღეტ და იგივე ცხიმში მოშუშეთ მსხვილად დაჭრილი ხახვი. ჩააბრუნეთ კუპატი, დაასხით ღვინო, ისე რომ 2/3-ზე მოადგეს კუპატებს და კვლავ მაღალ ცეცხლზე განაგრძეთ შუშვა.

ღვინო უნდა აორთქლდეს და განახევრდეს. შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ, თავზე დააფარეთ და კიდევ რამდენიმე წუთი დატოვეთ ცეცხლზე.

მიირთვით კარტოფილთან ან ბოსტნეულთან ერთად.