აშშ-ის მინესოტას შტატის 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დაკავებისას ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC წერს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელი მუხლს აჭერს ყელზე 40 წლამდე აფროამერიკელს, ხოლო დაკავებული ხრიალებს და ითხოვს სუნთქვის საშუალება მისცენ.
„ეს არაა პირველი ძალადობის შემთხვევა, რომელიც აფროამერიკელთა მიმართ ბოლო დროს მოხდა. რამოდენიმე ხნის წინ მერილენდში პოლიციელმა საპატრულო მანქანაში მოკლა აფროამერიკელი კაცი.
მინეაპოლისის პოლიციის შეფმა მედარია არადონდომ განაცხადა, რომ გადასახედია პოლიციის მიერ ეჭვმიტანილთა დაკავებისას მოქმედების აქამდე არსებული პრაქტიკა. ინციდენტს მინესოტაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, - წერს გამოცემა.