ირანის მე-11 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანში საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები თებერვალში შედგა.
ირანის პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი კონსერვატორებს ერგოთ. ეს პარტია ირანში პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ოპოზიციას წარმოადგენს. კონსერვატორებს ირანის პარლამენტში 200 მანდატი აქვთ.
ირანის საპარლამენტო არჩევნებში 1979 წლის რევოლუციიდან ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა.
საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდა.