უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტში, რომელსაც 7 ყოფილი ელჩი აწერს ხელს, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ისინი "აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში უკრაინის ჩათრევას ეწინააღმდეგებიან".
„ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობიდთ აშშ-ისა დ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაზე. სწორედ ამიტომ გვაოცებს მცდელობები, უკრაინა ჩათრეული იყოს აშშ-ის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. ეს ხელს უწყობს ცრუ და მავნე ნარატივს, რომლსაც არ აქვს რეალური საფუძველი. ეს ემსახურება ორ ქვეყნის ურთიერთობების შესუსტებას. ეს არც აშშ-ის ინტერესებშია და არც უკრაინის“, – აღნიშნულია ელჩების განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერ დიპლომატთა შორის არიან კარლოს პასკუალი, კონ ჰერბსტი, სტივენ პფაიფერი, უილიამ ტეილორი, მარი იოვანოვიჩი და ჯონ ტეფტი.
უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სავარაუდოდ 2015-2016 წლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გასაჯაროვდა. აღნიშნულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ბაიდენი და პოროშენკო უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადადგომას განიხილავდნენ.