Twitter-ი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა – დონალდ ტრამპი

Twitter-ი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერევა – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

„მათი თქმით, ჩემი განცხადებები იმის შესახებ, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემა მასობრივი კორუფციისა და გაყალბების მიზეზი გახდება, არასწორია. თწიტტერ-ი სრულად ახშობს თავისუფალ სიტყვას და მე, როგორც პრეზიდენტი, ამას არ დავუშვებ,“- წერს ტრამპი.

ცნობისთვის, Twitter-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ორმა პოსტმა, სადაც ფოსტის საშუალებით ხმის მიცემაზეა საუბარი, შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.