ჩეხეთმა დღეიდან ავსტრიასთან და გერმანიასთან სახმელეთო საზღვარი გახსნა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საზღვრის გახსნის მიუხედავად, მოქმედებს შეზღუდვები ქვეყანაში შემსვლელთათვის.
ჩეხეთში დაიშვებიან მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, სტუდენტები და საქმიან ვიზიტებზე ჩასული პირები. საზღვრებთან მოწყობილ სპეციალურ პუნქტებზე პოლიცია შეამოწმებს მანქანებს, სადაც მგზავრებმა უნდა წარადგინონ საბუთი, რომ COVID-19 არ აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ჩეხეთში, კორონავირუსის 9 000-მე მეტი შემთხვევა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 317 ადამიანი ემსხვერპლა.