ბრაზილიამ ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ს გაუსწრო

ბრაზილიამ ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ს გაუსწრო

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 807 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 23 473-ს მიაღწია. აშშ-ში კი ბოლო დღე-ღამეში 620 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამასთან, ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 374 898 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.