მოამზადეთ ეს უმარტივესი კენკრით სავსე დესერტი გამოცხობის გარეშე მხოლოდ 15 წუთში

მოამზადეთ ეს უმარტივესი კენკრით სავსე დესერტი გამოცხობის გარეშე მხოლოდ 15 წუთში

ინგრედიენტები

ჟოლო - 400 გ

მოცვი - 200 გ

არაჟანი - 800 გ

შაქარი - 1 სკ

წყალი - 100 მლ

ჟელატინი - 30 გ

ვანილის შაქარი - 8 გ

მომზადების წესები

ჟელატინი დაალბეთ წყალში (იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე დაწერილი ინსტრუქციით).

არაჟანს დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. კარგად ამოურიეთ და დატოვეთ 5 წუთით.

ჟელატინიანი ჯამი დადგით ორთქლის აბაზანაზე. რომ გადნება, დაუმატეთ არაჟანს და ამოურიეთ. დაუმატეთ ჟოლოსა და მოცვის ნაწილი, ამოურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. დარჩენილი კენკრით დესერტის თავი გააფორმეთ.

შედგით მაცივარში 3-4 საათით, ამოიღეთ ფორმიდან და გემრიელად მიირთვით!