ინგრედიენტები
ატამი - 4 ცალი
ჟოლო - 300 გრ
მაღალპროცენტიანი ნაღები - 200 გრ
ლიმონის წვენი - 3 სკ
ლიმონის ცედრა - 2 სკ
შაქარი - 8 სკ
მასკარპონე - 200 გრ
მომზადების წესები
მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 180 გრ მასკარპონე და 6 სკ შაქარი, დავუმატოთ 2სკ ლიმონის ცედრა, 3 სკ ლიმონის წვენი და კარგად ავთქვიფოთ.
მეორე ჯამში ერთმანეთს კარგად შევურიოთ 200 გრ მაღალპროცენტიანი ნაღები და გამზადებული მასკარპონეს მასა.
200 გრ ჟოლო ( შეგიძლიათ შეცვალოთ მარწყვით ან ალუბლით) და 2 სკ შაქარი დავაბლენდეროთ, შევურიოთ ჟოლოს დარჩენილი ნაწილი.
გამჭვირვალე ჭიქების ძირზე მოვაწყოთ ძალიან მწიფე ატმის ნაჭრები, მოვასხათ მომზადებული მასკარპონეს კრემი, შემდეგ ჟოლოს მასა, ზემოდან კი მოვრთოთ ატმის ნაჭრებით.