ინგრედიენტები
ცომი
კარაქი - 30 გ
კვერცხი - 2 ც
თაფლი - 100 გ
მწიკვი მარილი
სოდა - 1 ჩკ
ფქვილი - 3 ჭიქა
კრემი
მოხარშული შედედებული რძე - 150 გ
არაჟანი 20% - 200 გ
მომზადების წესები
ქვაბში მოათავსეთ კარაქი, თაფლი, კვერცხი და მწიკვი მარილი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და მოურიეთ. ყველაფერი რომ გადნება, დაუმატეთ სოდა და კვლავ ამოურიეთ. რამდენიმე წუთში დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და დარჩენილი ფქვილიც დაუმატეთ (უმჯობესია, თუ ეტაპობრივად დაუმატებთ, უნდა მიიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელებზე არ მოგეკრობათ).
მიღებული ცომი გაყავით 8 ნაწილად, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ გახურებულ ტაფაზე ორივე მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში.
კრემის მოსამზადებლად ერთმანეთს შეურიეთ მოხარშული შედედებული რძე და არაჟანი. კრემი გადაანაწილეთ ყველა ფირფიტაზე და შედგით ნამცხვარი მაცივარში 2 საათით.
შეგიძლიათ მორთოთ გამდნარი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!