საბერძნეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას განაგრძობს. დღეს ქვეყანაში რესტორნები და კაფე-ბარები განაახლებენ მუშაობას.
დამსვენებლებისთვის გაიხსნება საბერძნეთის ყველა კუნძული. შეზღუდვა მოიხსნება იახტებით გადაადგილებაზეც. ფუნქციონირებას განაახლებენ აუზებიც. ტურისტული სეზონის გახსნას კი საბერძნეთის ხელისუფლება 15 ივნისიდან აპირებს.
საბერძნეთში კოვიდ-19-ის 2 878 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში 171 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1 374 პაციენტი.