დღეიდან კიევსა და ხარკოვში მეტრომ მუშაობა განაახლა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მგზავრებს მეტროში ნიღბისა და რესპირატორის გარეშე არ დაუშვებენ. წესრიგს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.
უკრაინის დედაქალაქში მეტროსადგურებში სოციალური დისტანციის დასაცავად ადგილები მოინიშნა, ვაგონებს კი დეზინფექცია ჩაუტარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.