მონტენეგრო პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსის ეპიდემია დაამარცხა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი Twitter-ის გვერდზე წერს და სახელმწიფო ორგანოებსა და თანამოქალაქეებს პანდემიის დროს გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისთვის მადლობას უხდის.
მონტენეგროში ბოლო 20 დღეა, კოვიდ 19-ით ინფიცირებულის შემთხვევები აღარ გამოვლენილა. გამოჯანმრთელდა ყველა კოვიდინფიცირებული.