რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 9 434 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 335 882-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 139 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 3 388-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 8 111-მა ადამიანმა დაამარცხა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.