აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა. როგორც Deutsche Welle წერს, ეს თანამდებობა ჯონ რეტკლიფმა დაიკავა. რესპუბლიკელ კონგრესმენს მხარი 49 სენატორმა დაუჭირა, 44 კი წინააღმდეგ წავიდა.
რეტკლიფი მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება. მანამდე ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას გერმანიაში აშშ-ის ელჩი რიჩარდ გრენელი ასრულებდა.