ადამიანი, რომელიც ტეხასის შტატში, ქალაქ კორპუს-კრისტიში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზას დაესხა თავს, სავარაუდოდ ამავე ქალაქის მცხოვრები იყო, - ამის შესახებ Nbcnews-ი წერს.
ვარაუდობენ, რომ ის კორპუს-კრისტის მცხოვრები ადამ ალსახლია. თავდამსხმელი ორმხრივი სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა. სროლისას დაიჭრა უსაფრთოების სამსახურის ერთი თანამშრომელიც. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ტეხასის შტატში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების ავიაბაზაზე სროლა 21 მაისს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო აეროდრომის ვებგვრდზე გავრცელდა.