ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. ამის შესახებ ინფორმაციას ააგენტო Interfax-ი ავრცელებს.
„სავარაუდოდ, რამზან კადიროვი კორონავირუსით დაინფიცირდა. იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ არის“, – წერს სააგენტო წყაროზე დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, კადიროვი გროზნოდან მოსკოვში ჩარტერული რეისით გადაიყვანეს.