რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 8 894 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 150 ინფიცირებული.
როგორც რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულ რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 326 448 შემთხვევა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 3 249-ს შეადგენს.
ქვეყანაში თითქმის 100 ათასი ინფიცირებული განკურნებულია. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული გარდაცვალების 73 შემთხვევა მოსკოვში გამოვლინდა.