რუსი პოლიტიკოსი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოდის ინიციატივით, გაყიდონ ვლადიმირ ლენინის მუმია. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„საფრანგეთში ბიზნესმენს სურს გაყიდოს „ჯოკონდას“ ნახატი. ჩვენ შეგვიძლია ლენინის მუმია გავყიდოთ. მყიდველებს გამოვნახავთ: ჩინეთი, ვიეტნამი ან სხვა რომელიმე კომუნისტი. მისი გაყიდვით ქვეყნის ბიუჯეტს შეუძლია უზარმაზარი თანხები მიიღოს. ლენინი კარგ მდგომარეობაშია, რომლის მუმიფიცირება 96 წლის წინ მოხდა“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
აპრილში ჟირინოვსკი აცხადებდა, რომ უნდა დააკავონ ის კომუნისტები, რომლებიც მოაწყობენ აქციას წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმთან მისი დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად. იგი აცხადებდამ რომ მოსახლეობამ უნდა დაიცვას თვითიზოლაციის წესები.
შეგახსენებთ, რომ ლენინის სხეული მისი გარდაცვალების შემდეგ, 1924 წელს იქნა ბალზამირებული და იგი წითელ მოედანზე იქნა მავზოლეუმში მოთავსებული, სადაც მისი სხეული აგრეთვე დღეს იმყოფება.