დღეიდან ევროკავშირში მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Merkur-ი წერს.
არომატიზებული თამბაქოს ნაწარმის ეტაპობრივი აკრძალვის გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო. 2017 წელს არომატიზებული სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა. მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვის აკრძალვა კი ბოლო ეტაპზე იგეგმებოდა, რათა მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს თავიანთი საქმიანობის ადაპტირება შეძლებოდათ.
აკრძალვის ინიციატორები აცხადებენ, რომ მენთოლიანი სიგარეტის აკრძალვამ მოწევა უფრო არასასიამოვნო პროცესად უნდა აქციოს, რაც მოზარდებს შორის თამბაქოს მოხმარების დონეს შეამცირებს.