საბერძნეთში ტურისტული სეზონი 15 ივნისიდან გაიხსნება

საბერძნეთში ტურისტული სეზონი 15 ივნისიდან გაიხსნება

საბერძნეთში ტურისტული სეზონი 15 ივნისიდან გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მიცოტაკისმა განაცხადა, - წერს The Guardian-ი.

პოპულარულ კურორტებზე საერთაშორისო ჩარტერული ავიარეისები ივლისიდან აღდგება.

საბერძნეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 2 850-ია, 1 374 გამოჯანმრთელდა, 166 ამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.