Associated Press: რუსეთში კორონავირუსით 9 ათასზე მეტი მედმუშაკი დაინფიცირდა

Associated Press: რუსეთში კორონავირუსით 9 ათასზე მეტი მედმუშაკი დაინფიცირდა

ბოლო თვის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 9 479 მედმუშაკი დაინფიცირდა. ამის შესახებ Associated Press-ი რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, 70-ზე მეტი მედმუშაკი გარდაიცვალა. Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან „ხსენების წიგნში“, რომელშიც გარდაცვლილი კოლეგების სახელების დამატება თავად ექიმებს შეუძლიათ, ამ ეტაპზე 254 სახელია.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი 317 553 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვი 3 ათასს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.