სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 5 271 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 2 419 გამოჯანმრთელდა, 67 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

დღე-ღამეში ქვეყანაში COVID-19 230 ადამიანს დაუდგინდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.