კორონავირუსის პანდემიის ფონზე რუსეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულ ვარდნას განიცდის. გავლენიანი გამოცემა Bloomberg საკუთარ გათვლებსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას პროგნოზირებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აპრილ-ივნისში 16%-ით შემცირდება. რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე კვარტალური მაჩვენებელია.
ასვე „შავი აპრილი“ გადაიტანა რუსეთის ავტობაზარმა. ამ სეგმენტში გაყიდვები 72%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქვეყანაში ბიზნესის აქტივობის ინდექსი PMI (გადამამუშავებელი მრეწველობა) 1997 წლის მინიმუმამდე დაეცა.
რუსეთის პრეზიდენტმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა მარტის ბოლოს გამოაცხადა. შეზღუდვები 12 მაისს უნდა მოხსნილიყო, თუმცა საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.