აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის გაოცებულია გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით იმის თაობაზე, რომ ბარაკ ობამას ან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არ იგეგმება.
„მე რომ ვყოფილიყავი, საქმეს აღძრავდნენ. გაოცებული ვარ, ვინაიდან ობამამ ყველაფერი იცოდა, თუ რა ხდებოდა. ვფიქრობ, ეს ორმაგი სტანდარტატების გაგრძელებაა. ძალიან გაოცებული ვარ. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ობამა და ბაიდენი ჩართულები იყვნენ ამ საქმეში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიების გადასინჯვა, რომელსაც სპეცპროკურორი ჯონ დარემი ხელმძღვანელობს, ბარაკ ობამას ან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამოიწვევს.
14 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას წინააღმდეგ მწვავე კრიტიკით გამოვიდა და „რესპუბლიკელ“ კანონმდებლებს მოუწოდა, ბარაკ ობამა ჩვენების მისაცემად გამოიძახონ.
„სენატორი ან კონგრესმენი რომ ვიყო, პირველი ადამიანი, ვისაც ჩვენების მისაცემად გამოვიძახებდი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულსა და სკანდალთან დაკავშირებით, ბარაკ ობამა იქნებოდა. მან ყველაფერი იცოდა“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.