ხორვატიის პარლამენტმა თვითდათხოვნას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ nytimes წერს. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას 105 დეპუტატი დაეთანხმა. საჭირო იყო სულ მცირე, 76 ხმა. რვა კანონმდებელმა ინიციატივის წინააღმდეგ მისცა ხმა, ოთხმა კი, თავი შეიკავა.
პარლამენტის დათხოვნის ინიციატივა მმართველ კოალიციას ეკუთვნის. მანამდე ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა და ხორვატიის დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ პარტიას ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვება კვლავ შეუძლია და ახლანდელ პარტნიორებთან კოალიციის ფორმირების იმედი აქვს.
პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი სავარაუდოდ ვადამდელი არჩევნების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
არჩევნები არაუგვიანეს 22 ივლისისა უნდა ჩატარდეს.