მოლდოვის ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატივით გამოდის.
მიზეზი პარტია „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ ლიდერის, იურიე რენიცას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი გახდა, სადაც დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი, ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი და პარტიის ვიცე-სპიკერი სერგეი იარალოვი იგორ დოდონს პაკეტს გადასცემენ.
ოპოზიციის მტკიცებით, პაკეტში დიდი თანხა დევს, რომელიც მოლდოვის ლიდერმა რუსეთისგან მიიღო. სკანდალურ ჩანაწერს დოდონი Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და ვიდეოკომპრომატს ფაბრიკაცია უწოდა.