პამიდორი მწვანილების სატენით - საოცრად გემრიელი და არომატულია

პამიდორი მწვანილების სატენით - საოცრად გემრიელი და არომატულია

ინგრედიენტები

პამიდორი - 500 გ

კამა - 1 კონა

ნიორი - 3 კბილი

მარილი - 1/2 ჩკ

შაქარი - 1/2 ჩკ

შავი პილპილი - 1/2 ჩკ

წითელი წიწაკა

ტარხუნა - 2-3 ღერო

მომზადების წესები

კამა, ტარხუნა და ნიორი დაჭერით. გადაიტანეთ ჯამში. დაუმატეთ შაქარი, მარილი, წითელი და შავი პილპილი. კარგად ამოურიეთ ან დანაყეთ.

პამიდორი გასერეთ ოთხ ნაწილად (ისე, რომ ნაწილები არ დაშალოს, ცენტრზე ოდნავ დაბლა) და მწვანილების შიგთავსი ჩაუდეთ. პამიდვრები მოათავსეთ პარკში ან კონტინერში, კარგად შეანჯღრიეთ და რამდენიმე საათით დააყოვნეთ, რომ გემოები კარგად გაუჯდეს.