ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ამოქმედება არ არის იმაზე დამოკიდებული დროულად შექმნიან თუ არა ვაქცინას. მისი განცხადებით, ამერიკელები მალე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
„არ მინდა, საზოგადოებამ იფიქროს, რომ ყველაფერი ვაქცინაზეა დამოკიდებული. ვაქცინით, თუ მის გარეშე ცხოვრების ჩვეულ რიტმს მალე დავუბრუნდებით“ – აღნიშნა ტრამპმა თავის პრესკონფერენციისას, სადაც მანდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სპეციალური პროგრამა, “OPERATION WARP SPEED” წარუდგინა მედიას. ტრამპმა ზემოხსენებული პროექტი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის მანძილზე ატომური ბომბის შექმნის ინიციატივას შეადარა და აღნიშნა, რომ ვაქცინას შექმნიან წლის ბოლომდე.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა OPERATION WARP SPEED-ის ფარგლებში დაჩქარებული კვლევისა და დამტკიცების მიზნით პირველ ეტაპზე 14 პოტენციური ვაქცინაზე მიმდინარეობს მუშაობა. ენტონი ფაუჩის აზრით, ვაქცინის შექმნას 1 წელი დასჭირდება.