ოფიციალური პეკინის ცნობით, უხანში, ქალაქში საიდანაც ახალი კორონავირუსი მსოფლიოში გავრცელდა, აპრილის შემდეგ, მოსახლეობის თითქმის მესამედს ჩაუტარდა ტესტირება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
კორონავირუსზე 3 მილიონზე მეტი ადამიანია გამოკვლეული. მოსახლეობის ტესტირება გრძელდება და ამ პროცესში პრიორიტეტი იმ ადამიანებს მიენიჭებათ, ვინც აქამდე არ გამოუკვლევიათ. ასევე, მათ, ვინც მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებლებში არიან. ქალაქში 11 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
ბოლო დროს, უხანში ახალი ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ინფიცირებულთა ნაწილს ცხელება არ აღენიშნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.