სლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება. შედეგად, სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფექციის გავრცელება დასრულებულია.
„დღეს სლოვენიას საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათი აქვს ევროპაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანსამ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბალკანეთის ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 7-ზე ნაკლები იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ბოლო 14 დღეში სულ 35 შემთხვევა დაფიქსირდა.
მიუხედავად ამისა, ინფექციის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, გარკვეულ შეზღუდვებს ქვეყანა ძალაში დატოვებს.
2-მილიონიან სლოვენიაში პირველად ვირუსი 4 მარტს გამოვლინდა, სულ დადასტურდა 1 5000 ფაქტი. გარდაიცვალა - 103.
მთავრობა აცხადებს, რომ სიმპტომების მქონე უცხოელ ვიზიტორებს ქვეყანაში არ შეუშვებენ და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესულთათვის 14-დღიანი კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს. გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებზე.