ორთვიანი კარანტინის შემდეგ, ავსტრალიაში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში რესტორნები და კაფე-ბარები გაიხსნა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გადაწყევტილება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმუშევრობის დონე რეკორდულად გაიზარდა.
კვების ობიექტებს ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის მომსახურების უფლება არ აქვს. ამასთან, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვაც.
ავსტრალიაში ახალი კორონავირუსით 7 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 6 301, 98 კი გარდაიცვალა.