აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში 108 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
სილვია გოლდშოლი ნიუ-ჯერსის შტატში, ქალაქ ალენდალის მოხუცთა სახლში ცხოვრობს. მას კორონავირუსით ინფიცირება გასულ თვეს დაუდგინდა.
აღნიშნულ ფაქტს შტატის გუბერნატორი, ფილ მიორფიც გამოეხმაურა.
„საოცარი ცხოვრება, საოცარი სულისკვეთება და სიძლიერის საოცარი გამოვლინება“, – დაწერა გუბერნატორმა Twitter-ზე.
აღსანიშნავია, რომ სილვია გოლდშოლი 7 წლისა იყო, როდესაც 1918 წელს ე.წ. „ისპანკა“ გავრცელდა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
„ყველაფერს გადავურჩი, რადგან გადარჩენის მტკიცე განწყობა მქონდა“, – განაცხადა სილვია გოლდშოლმა.